Skip to main content

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

05.04.2024

მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება

თუ გსურთ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარისა.

ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში – არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

პროგრამის ბენეფიციარი

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის პირობების შესახებ:

https://belarus-tractor.ge/04-2024

კალათა
  • კალათაში პროდუქცია არ არის.